სეპარატისტული აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, აფხაზეთის ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ აფხაზი ხალხი თანდათან, თავად ართმევს საკუთარ თავს უფლებას განკარგოს საკუთარი ბედი. ეს განცხადება რაულ ხაჯიმბამ "აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები სახელმწიფოს წარმომქმნელი ხალხია, ისინი თანდათანობით, თავად ართმევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ თავიანთო ბედი განკარგონ. ჩნდება პრობლემები ენისა და კულტურის შენარჩუნებაში და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაში", _ აცხადებს ხაჯიმბა.
მისივე თქმით, აფხაზებს "ძალიან დაბალი შობადობის მაჩვენებელი აქვთ. ჩვენ ვიღუპებით და ვსახიჩრდებით გზებზე, მოვიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, ვიღუპებით შიდსისგან, ჰეპატიტისგან, ტუბერკულოზისგან და სხვა ინფექციური დაავადებებისგან", _ აცხადებს რაულ ხაჯიმბა.
მასალის გამოყენების პირობები