საქართველო 2016 წელს "რაგბი ევროპის" გენერალურ ასამბლეას, 2017 წელს კი „მსოფლიო რაგბის 20– წლამდელთა ჩემპიონატს" უმასპინძლებს– მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების მზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და "რაგბი ევროპის" პრეზიდენტის, ოქტავიან მორარიუს შეხვედრაზე.
მხარეებმა ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და მსოფლიო თასზესაქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხომომავალ 4 წლიან ციკლში განსახორციელებელ გეგმებს.
შეხვედრას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე დაესწრო.