ლაციოსა და სამპდორიის შეხვედრა რომაელთა მეკარისთვის მარცხით დასრულდა. შეხვედრის 78-ე წუთზე რომაელები ალესანდრო მარტიმ დააწინაურა. გატანილი გოლი ლაციოს გოლკიპერმა ემოციურად აღნიშნა, რის გამოც თეძო დაიზიანა. ამის გამო ის შეცვალეს. შეცვლაზე შემოსულმა ეტრიტა ბერიშუმ 93-ე წუთზე ჟუკანოვიჩის დარტყმა გაუშვა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.