ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეები ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულებზე ისაუბრებენ. ასევე განიხილავენ ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, ღობეებისა და მავთულხლართების უკანონო აღმართვის ფაქტებს.