სერია A-ს მე-16 ტურში ერთმანეთს “ლაციო” და “სამპდორია” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის 78-ე წუთზე სტუმართა კარში მატრიმ გაიტანა, 93-ე წუთზე კი გენუელებმა ზუკანოვიჩის ზუსტი დარტყმით გაათანაბრეს.
ზუკანოვიჩმა “სამპდორია” ზედიზედ მეხუთე მარცხისგან იხსნა და ვინჩენცო მონტელას თავკაცობით საკუთარ გუნდს პირველი ქულა მოუტანა.