15 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში მომღერალ ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი „ისტორიას დარჩება!" გაიმართება.
კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი „ავტოგრაფი".
პირველად საქართველოში, სპეციალურად ამ კონცერტისთვის, ირაკლი ჩარკვიანის ვირტუალური გამოსახულება - ჰოლოგრამა მომზადდა, რაც მაყურებელს მუსიკოსის სცენაზე ნახვის საშუალებას მისცემს.
კონცერტში მონაწილეობენ: ნიაზ დიასამიძე, პეჩო, უცნობი, ვაკის პარკი, ნიკა კოჩაროვი, დათო ევგენიძე, ეკო დეისაძე, Sophie Villy, LOUDspeakers-ი, The Window, The Mins, Kung Fu Junkie, MAO, კაკადუ, Jetbird, ჯერონიმო, ქეთათო, გელა ჩარკვიანი.