პარი სენ ჟერმენის ლიდერმა ზლატან იბრაგიმოვიჩმა თავისი ფანი მაისურით დაასაჩუქრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფინალური სასტვენის შემდეგ სტადიონზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შეიჭრა და იბრაგიმოვიჩამდე მირბენა შეძლო. ფორვარდმა ფანი გულჩი ჩაიკრა, შემდეგ კი მაისური გაიხადა და აჩუქა. მატჩი პსჟ-სა და ლიონს შორის პარიზელთა გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.