საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ედუარდო ფაიოს-სოლა სტუმრობს.
იგი დღეს სასტუმრო "ქორტიარდ მარიოტში" საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება და სპეციალურ სემინარს გამართავს.
ფაიოს-სოლა საქართველოში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით ჩამოვიდა.
ვიზიტის მიზანი საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების გაცნობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარის ინიციატივა სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონში რეგიონული პროექტების განსახორციელებლად მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ მოიწონა.
მათი ინფორმაციით, მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის სტაბილურობას და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას შეუწყობს ხელს. მსგავს პროექტებში, თბილისი და ბათუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.