ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) 12-მა ქვეყანამ ნავთობის მოპოვება გაზარდა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა ინფორმაციით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო იუწყება, რომ მოპოვება ქვეყნებმა, მათ შორის ერაყმაც, დღეში 40 ათასი ბარელით, 29.03 მლნ ბარელამდე გაზარდა.
მიმდინარე წლის აპრილიში, ნავთობის მოპოვება იმ ქვეყნებში, რომლებიც ოპეკში არ შედიან, დღეში 100 ათასი ბარელით, 52,4 მლნ ბარელამდე შემცირდა. შემცირება ძირითადად წარმოების სეზონური კლებითაა გამოწვეული.
მასალის გამოყენების პირობები