მიუხედავად მსოფლიოდან მილიონობით ავტომობილის უკან გაწვევისა, იაპონურმა ავტომწარმოებელმა "ტოიტოტამ" ზარალს თავი მაინც აარიდა.
"ბიბისის" ინფორმაციით, გასული ფინანსური წლის შედეგებით, კომპანიის წმინდა მოგებამ 147.5 მლრდ იაპონური იენი, დაახლოებით 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წელი კი, 436.9 მლნ ეინის, დაახლოებით 5.8 მლრდ-ს ზარალით დაასრულა.
ადრე "ტოიტას" ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ავტომობილების ტექნიკური პრობლემების გამო, კომპანიამ დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარი დაკარგა.
კომპანიამ სულ გასული ფინანსური წლის მანძილზე 7.24 მლნ ავტომობილი გაყიდა, რაც 4 პროცენტით მცირეა წინა წლის მაჩვენებელზე. მიმდინარე წელს კი, "ტოიოტა" 7.29 მლნ ავტომობილის გაყიდვას გეგმავს.
გასული წლის ოქტომბრიდან "ტოიტას" სხვადასხვა ტეკნიკური პრობლემის გამო მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან 9 მლნ-მდე ავტომობილის გაწვევა მოუწია.