ჩინეთში ინფლაცია იზრდება. "ბიბისის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდამ ქვეყანაში 2.8 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო ნახევარი წლის მანძილზე დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს შეადგენს.
მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნულმა მაჩვენებლმა 2.4 პროცენტი შეადგინა.
ჩინეთში ინფლაციის ზრდა ექსპერტების შიშს ადასტურებს, იმის თაობაზე, რომ ჩინეთის ეკონომიკა უახლოეს პერიოდში შესაძლოა გადახურდეს.
ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში მიმდინარე წლის პირველ კვარტალაში ეკონომიკის ზრდამ 11.9 პროცენტს მიაღწია.
ეკონომიკის მხარდაჭერის სახლემწიფო პროგრამის მეშვეობით, ხალხმა მეტის დახარჯვა დაიწყო, რამაც შიდა მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. თუმცა, ამ დახმარებას უკუმხარეც აქვს - იაფი კრედიტი, რომელსაც ჩინეთის ბანკები იძლევიან, უძრავ ქონებაზე ფასებს აძვირებს.