თბილისის ისტორიის მუზეუმის „ქარვასლა“ საგამოფენო დარბაზში შემოქმედებითი სახელოსნო „ხარარქას“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი ჭახელიძის სახელოსნო „ხარარქას ოსტატების მიერ დამზადებული დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის შანდლები, თასები, ჭაღები, მაგიდები, სურათის ჩარჩოები. გამოფენა-გაყიდვა ერთდღიანია, თუმცა, მსურველს „ხარარქას“ ოსტატების ნამუშევრების შეძენა „ქარვასლაში“ გამოფენის დასრულების შემდეგაც შეეძლება.
გამოფენა-გაყიდვა 12 დეკემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. მისამართი: სიონის ქუჩა 8.
საკონტაქტო პირები: 558101796 ქეთი ჭაბუკიანი 599111374 გიორგი ჭახელიძე
სახელოსნოს Facebook გვერდისა და ვებგვერდის მისამართებია:
https://www.facebook.com/Khararkai/?fref=ts&__mref=message_bubble
http://khararka.com/