ევროპის კომისია ესტონეთის ევროზონაში მიღებას დათანხმდა. ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი" ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
ევროკომისიის შეფასებით, მიმიდნარე წელს ესტონეთის ბიუჯეტის დეფიციტი მთალიანი შიდა პროდუქტის 2.4 პროცენტს შეადგენს. ერთ-ერთი პირობა ევროზონაში მიღებისა ესტონეთის ან სხვა ქვეყნისთვის, ბიუჯეტის დეფიციტის 3 პროცენტამდე შემცირებაა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.
მოსალოდნელია, რომ ესტონეთი 2011 წელს ევროს მოქმედების ზონის სრულუფლებიანი მონაწილე გახდესბა.
ერთიან ევროპულ ვალუტაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ესტონეთის მთავრობამ მიმდინარე წლის მარტში მიიღო. დოკუმენტის შესაბამისად, იმ წლის იანვრის პირველი ორი კვირა, როდესაც ესტონეთი ერთიან ევროპულ ვალუტაზე გადავა, ევროპული კრონი და ევრო პარალელურად გამოიყენება.
2009 წლის ნოემბერში, ეკონომიკისა და მონეტარულ საკითხებში ევროკომისარმა ხოაკინ ალმუნიამ განაცხადა, რომ ესტონეთი ევროზონაში შესვლის მთავარი პრედენტენტია.
ამასთან,. ევროს მოქმედების ზონაში შემსვლელ პრეტენდენტთა რიგებშია ჩეხეთი და პოლონეთი.
ამჟამად ევროზონაში 16 სახელმწიფო შედის, ბოლოს მას სლოვაკეთი შეუერთდა - 2009 წლის 1 იანვრიდან.
ესტონეთი ევროზე გადასვლას 2007 წლიდან გეგმავს, თუმცა, ამას მაღალი ინფლაციის გამო ვერ ახერხებდა.