საქართველოსა და ისრაელს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელს ისარელში მყოფმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ისარელის ფინანსთა მინისტრმა მოაწერეს.
ვიზიტის ფარგლებში, თელავივში ისარელი-საქართველოს ბიზნესფორუმიც გაიმართა, რომელშიც 40-მდე ისარელის კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა შეხვედრები გამართა ისარელის ტურიზმის, ასევე მრეწველობის, შრომისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრებთან.
პოლოლიკაშვილი იმ კერძო კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ. მინისტრმა "ქარგალი" ჯგუფის მუყაოს ქარხანაც დაათვალიერა, რომელიც აღნიშნული ტიპის საქმიანობას საქართველოშიც აპირებს.