საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დროებით გუნდს ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ გამოცემა L'Equipe წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემას გუნდიდან თავისი თანაგუნდელის დაშანტაჟების გამო გარიცხავენ. ოფიციალურ განცხადებას დღის ბოლომდე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნოელ ლე გრაე გააკეთებს. ბრალდება ბენზემას 5 ნოემბერს წაუყენეს.