სანკტ-პეტერბურგის ზენიტის მთავარმა მწვრთნელმა გენტთან წაგებული თამაში მსაჯს გადააბრალა. ანდრე ვილაშ-ბოაშის მტკიცებით, ბელგიურ კლუბთან ზენიტმა რეფერის მიკერძოებულობის გამო წააგო. „მსაჯობით იმედგაცრუებული ვარ. რეფერის მსაჯობა ჩემპიონთა ლიგის დონეს არ შეესაბამებოდა. არბიტრმა 7 ყვითელი გვაჩვენა, რაც სამარცხვინოა,“-აღნიშნა ვილაშ-ბოაშმა. გალამკო არენაზე ზენიტმა გენტთან 2:1 წააგო.