ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებული კიდევ სამი ქართველი გაანთავისუფლა.
ამის შესახებ სააგენტო "რესი" ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სახალხო დამცველზე დავით სანაკოევზე დაყრდნობით იუწყება.
"1986 წელს დაბადებული ლევან ბიგანაშვილი, 1974 წელს დაკავებული მერაბ თვაური და 1986 წელს დაბადებული ალექს დიდებაშვილი ევროკავშირის დამკვირვებლებს საზღვარზე გადავეცით. ყველა მათგანი კასპის რაიონის სოფელ თვაურების მცხოვრებია", - განაცხადა სანაკოევმა.
შეგახსენებთ, რომ კასპის რაიონის სოფელ თვაურებში მცხოვრები 6 პირი ახალგორის რაიონში საზღვრის უკანონო დაკავების და ხე-ტყის უკანონო ჭრის ბრალდებით 2009 წლის 4 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულებიდან 2 მაისს ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამერბერგის ცხინვალში ვიზიტს დროს სეპარატისტებმა 3 დაკავებული გამოუშვეს.