პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პორტუგალიელმა მალმიოსთან შეხვედრაში პოკერი გაიფორმა. შვედების კარში მან 39-ე, 47-ე, 50-ე და 58-ე წუთებზე შეაგდო. შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით, 8:0 დასრულდა.