სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას დღეს ჟენევაში განიხილავენ. ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები პარტნიორებთან, დღევანდელ რაუნდზე კი, როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ამბობს, ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და დევნილების დაბრუნება განიხილება. ასევე იმსჯელებენ გალის რაიონში მცხოვრებლებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის თემაზე.