ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გალის სკოლებში სწავლება ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს. ჟენევაში კონსულტაციების მორიგი რაუნდის დაწყებამდე, ვიაჩესლავ ჩირიკბამ უარყო ინფორმაცია გალში ქართულად სწავლების აკრძალვის შესახებ.
"ქართულ, რუსულ და აფხაზურ ენებს სწავლობენ გალის სკოლებში. როგორც ჩანს, ქართველებს პროპაგანდისტული ქულების დაგროვება სურთ," - აცხადებს ვიაჩესლავ ჩირიკბა.
ამ განცხადებას უკვე უპასუხა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, წინა რაუნდზეც ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ქართულ ენასთან დაკავშირებით გალში არსებული ვითარება იყო. ამ რაუნდზე ქართულ მხარეს კიდევ უფრო მეტი არგუმენტები აქვს.
"11 სკოლა იყო დარჩენილი, სადაც დაწყებით კლასებში ჯერ კიდევ ისწავლებოდა ქართული ენა და 1 სექტემბრიდან ამ 11 სკოლაშიც კი აიკრძალა ქართული ენის სწავლება, ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება," - განმარტა დავით დონდუამ.
გარდა ამისა, აპირებენ მკაცრად დააყენონ რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის და რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხი. მხარეები შეხვდებიან თანათავმჯდომარეებს ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან. რუსული მხარე მოლაპარაკებებს უკვე ხვალ შეუერთდება.
დელეგაცია კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს. გარდა ამისა, აპირებენ მკაცრად დააყენონ რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის და რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხი. მხარეები შეხვდებიან თანათავმჯდომარეებს ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან.