ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთლს, ბასტიან შვაინშტაიგერს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ამის მიზეზი „ვესტ ჰემთან“ შეხვედრისას მომხდარი ინციდენტი გახდა. მანჩესტერელთა ნახევარმცველმა მეტოქე გუნდის მცველს, უინსტონ რიდს ყელში იდაყვი ჩაარტყა. ეპიზოდი შეხვედრის მთავარ არბიტრს მარკ კლატენბურგს გამოეპარა. ინციდენტი მოგვიანებით ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ განიხილა.