ბრაზილიური სან პაულოს გოლკიპერმა როჟერიო სენიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ბოლო მატჩი 42 წლის მეკარემ გოიასტან ჩაატარა. სან-პაულოს კარის მცველმა ყველა დროის რეკორდი დაამყარა. ჩატარებულ 1256 შეხვედრაში მან 131 გოლი გაიტანა. სან-პაულოს რიგებში სენი 1992 წლიდან გამოდიოდა.