ლონდონის არსენალის ერთგული გულშემატკივარი საგზაო ინციდენტს ემსხვერპლა. 90 წლის ერნი კაუჩი ავტობუსმა გაიტანა, როდესაც ის მეთოფეების საშინაო მატცზე დასასწრებად მიდიოდა. ძლიერმა ქარმა მოხუცი გზის სავალ ნაწილზე გადააგდო, ავტობუსის მძღოლმა კი დროულად დამუხრუჭება ვერ შეძლო. კრაუჩი არსენალს 1934 წლიდან გულშემატკივრობდა.