საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება პროგრამირებაში 2015-2016 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი. ძირითადი ღონისძიებების განრიგი ასეთია: 5.12 18:00-19:50 - პრაქტიკული ტური 6.12 10:30-16:00 - გუნდური კონტესტი 7.12 9:30-14:00 - პერსონალური ტური 7.12 19:00 - დახურვა ყველა კონტესტი ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ დარბაზში დახურვა ჩატარდება სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში მე-3 სართულზე მცირე სააქტო დარბაზში. როგორც ღონისძიების ორგანიზატორი თემურ ზარქუა აცხადებს, მოწვეულია მოსწავლეთა 6-ვე გუნდი, რომლებიც გავიდა რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალში. „დახურვაზე გვექნება შესაძლებლობა გადავცეთ მედლები, რომლებიც მოიპოვა შარშან ჩვენმა მოსწავლეთა გუნდმა (სხირტლაძე, მაჩაიძე, ცხოვრებოვი)“, - განაცხადა მან. 6 დეკემბერს, 11:00-ს შემდეგ, დაგვიანებული მონაწილე დარბაზში არ დაიშვება.