გერმანული „ფორტუნას“ ნახევარმცველი კარემ დემირბაია უცნაურად დასაჯეს. ის ქალთა საფეხბურთო მატჩზე მსაჯად გაამწესეს. ამის მიზეზი „ფრანკფურტთან“ შეხვედრისას მომხდარი ინციდენტი გახდა. ფეხბურთელმა ქალ არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება გატარდა. 22 წლის ფეხბურთელმა მსაჯ ბიბიანა შტაინჰაუსს ბოდიში უკვე მოუხადა.