ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ თავის ე. წ. ძალოვან მინისტრებთან თათბირი ჩაატარა. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, კოკოითიმ მათგან ერთი გასული კვირის განმავლობაში რესპუბლიკაში მომხდარ ინციდენტებზე ინფორმაცია მოისმინა.
მათი ინფორმაციით, თათბირზე ნარკოტიკების გაუვრცელებლობის შესახებ არსებულ კანონმდებლობასა და ტრანსპორტის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაზე გამახვილდა ყურადღება.
კოკოითიმ აღნიშნა, რომ სიტუაცია კარდინალურად არ იცვლება და ამიტომაც ამ მიმართულებით ბრძოლის გაგრძელებაა საჭირო.
ამას გარდა, კოკოითიმ გასცა განკარგულება იმასთან დაკავშირებით, რომ აფთიაქებიდან ამოღებულ იქნეს ნარკოტიკის შემცველი ყველა მედიკამენტი.
"უნდა იყოს ერთი სახელმწიფო აფთიაქი, საიდანაც ასეთი მედიკამენტები მხოლოდ ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა", _ აცხადებს კოკოითი.