აშშ-დან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება უკვე საქართველოშია. 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტვირთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით პირდაპირ თბილისში ჩამოიტანეს. ჰუმანიტარული დახმარება მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს. ტვირთი დევნილებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე გადანაწილდება.
თბილისში ამერიკელ ექიმთა 20 კაციანი ჯგუფიც ჩამოვიდა. მედიკოსები რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გამოკვლევებს ჩაუტარებენ.