საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა მატიე ვალბუენას საქმესთან კავშირის გამო ეროვნული ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს.
“ასეთ ინციდენტში მინისტრი რომ ყოფილიყო ჩარეული, ის თანამდებობას აუცილებლად დატოვებდა. ნაკრების ფეხბურთელები სამაგალითოები უნდა იყვნენ. მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ და თუ რომელიმე ფეხბურთელი საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს, ნაკრებში მისი ადგილი არ უნდა იყოს”, – აღნიშნა მანუელ ვალსმა.
ბენზემას გამოძიება შანტაჟის ბრალდებას უყენებს.