„ოქროს ბურთის“ წლევანდელი კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. წლის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსისთვის მამაკაცებში ლიონელ მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ, ქალებს შორის კი მთავარ კონკურენტებად კარლი ლოიდი, აია მიამა და სელია საშიჩი განიხილებიან. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ციურიხში 11 იანვარს გაიმართება.