ორმა ესტონელმა მოცურავემ ტარტუში მიმდინარე Aura Open Cup-ის ასპარეზობაზე მძიმე ტრავმები მიიღო. ეროვნული ნაკრების წევრმა სანდერ პაავომ სასტარტო ხაზიდან გადახტომისას თითი მოიტეხა, მეორე სპორტსმენმა რობერტ როოზემ კი წყალში გადახტომისას ანალოგიური ტრავმა მიიღო და გონება დაკარგა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. თუ რა გახდა ინციდენტების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.