აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერქკონექტორის პროექტის ფარგლებში, ბუქარესტში ერთობლივი კომპანია დაფუძნდება. ამის შესახებ პროტოკოლს დღეს ხელი თბილისში მოწერეა.
პროტოკოლი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა და რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნესგარემოს მინისტრმა ადრეან ვიდეანუმ, მინისტერიალის ფარგლებში გააფორმეს.
აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერქკონექტორის პროექტი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რუმინეთში გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
ენერგეტიკის მინისტრის განაცხადებით, პროტოკოლის შესავამისად, 30 დღის განმავლობაში რუმენთში, ბუქარესტშთი ერთობლი კომპანია დაფუძნდება, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და რუმინეთს თანაბარი წილი ექნებათ.
კომპანია პირველ რიგში ინტერქკონექტორის პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას მოამზადებს, ხოლო შემდეგ პროექტის განსახორციელებლად დაფინანსების მოძიებას დაიწყებს.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ნატიკ ალიევის შეფასებით, ამ პროექტის განხორციელება, როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ასევე რუმინეთისა და ვეროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, საქართველო, აზერბაიჯანი და რუმინეთის თანამშრომლობა ეკონომიკურ საკითხებში კიდევ უფრო გაზრდება და გაღრმავდება.
ადრეან ვიდეანუს შეფასებით, დღეს გაფორმებული პროტოკოლი მნიშვნელოვანია ნაბიჯია ერთობლივი, სტრატეგიული პროექტის განხორციელების გზაზე.
"ეს არის ყველაზე სწარაფი და ტენიკურად და ეკონომიკად შესაძლებელი პროექტი "სამხრეთ კორიდორის" ფარგლებში". იგი ეთანხმება ყველა ევროპული ენერგეტიკული პროექტის პრინციპებს", - განაცხადა რუმინეთის ეკონომიკის მინისტრმა.
პროექტი საქართველოში გაზის გამათხევადებელი ტერმინალის მშნებელობასაც ითვასლისწინებს.