ბელგიის ქალაქ გენტის მერი იმ მიზეზს ასახელებს, რის გამოც სანკტ-პეტერბურგის საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე დასწრება აეკრძალათ. დანიელ ტერმონის თქმით, მას ქალაქში მთვრალი რუსი ფანების ნახვა არ სურს. „დარწმუნებული ვარ, რუსი გულშემატკივრები პრობლემებს შეგვიქმნიან. მათ ქალაქის ცენტრში სასტუმროები მთლიანად დაჯავშნეს. ჩვენ კი ზამთრის ფესტივალი გვეწყება და არ გვსურს მთვრალმა რუსმა ფანებმა შეგვაწუხონ,“-განაცხადა ქალაქის თავმა.