რუსულმა კინემატოგრაფიამ მძიმე დანაკარგი განიცადა. მოსკოვში 89 წლის ასაკში ცნობილი რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა. ლეგენდარული კინემატოგრაფის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის კარდიოლოგიურ კლინიკაში სამჯერ მოხვდა. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მწერალი, პოეტი, დრამატურგი და ტელეწამყვანი- მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ხელოვანი არაერთი ცნობილი საბჭოთა კინოჰიტის ავტორია. მას ისეთი ცნობილი ფილმები აქვს გადაღებული, როგორიცაა: “ბედის ირონია ანუ გაამოთ,” “სამსახურეობრივი რომანი,” “ვაგზალი ორისთვის,” “გარაჟი” და სხვ.