ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი კრივში ნიკოლოზ ბეგაძემ მოიგო. პოლონეთში მოკრივეთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენმა 91 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორმა მოკრივემ, გაგიკ პოზოიანმა და ესკერ ხანმადიევმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. პოლონეთში საქართველოს სახელით 7 მოკრივე ასპარეზობდა. ეს 20 წლის განმავლობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენების პირველი გამარჯვებაა.