კაიროში, სუჰაიმის კულტურულ ცენტრში „ბეით სუჰაიმი“ საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროსა ერთობლივი ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით „ქართული და არაბული კალიგრაფიების ხელოვნება, განსხვავებული ხაზები . . .საერთო მნიშვნელობა“. გამოფენაზე ქართულ მხარეს ასოციაცია „ქართული კალიგრაფია“ წარმოადგენდა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა და ეგვიპტის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილემ საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში ქალბატონმა კამელია სუბჰიმ. გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ კაიროს გუბერნატორის მოადგილე და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს კულტურული განვითრების ფონდის სექტორის თავმჯდომარე მუჰამედ აბუ სეადა.
გამოფენაზე, რომელიც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება წარმოდგენილია 17-მდე ქართველი და 15-მდე ეგვიპტელი კალიგრაფის ნამუშევრები.
გამოფენის გახსნამდე „ბეით სუჰაიმში“ ქართველი და ეგვიპტელი კალიგრაფების ერთობლივი ვორქშოფი გაიმართა. მონაწილეებმა საზოგადოებას ქართული და არაბული კალიგრაფიების ისტორია და თავისებურებები გააცნეს. ვორქშოპის მიმდინარეობისას მათ შეასრულეს ნამუშევრები, რომელიც მოგვიანებით გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი. გამოფენის გახსნისას ქართველმა და ეგვიპტელმა კალიგრაფიებმა სტუმრებს სამახსოვრო წარწერები დაუწერეს. აღსანიშნავია, რომ ქართულმა დამწერლობამ და მისმა ისტორიამ გამოფენაზე მყოფი ეგვიპტის საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
გამოფენაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ეგვიპტის ხელისუფლებისა და საზოგადოების, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. გამოფენის გახსნას ეგვიპტეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც დაესწრნენ.