მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე Brent Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.37 აშშ დოლარით გაზიარდა და 80.49 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის ბირჟაზე კი, Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.43 აშშ დოლარით შემცირდა და 76.37 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.