დღეს, 12 მაისს, 12:00 საათზე თბილისში, საქართველოს, აზერბიაჯანისა და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრების მონაწილეობით მინისტერიალი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, მინისტერიალი სასტუმრო "თბილისი მერიოტში" შედგება და მასში რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნეს გარემოს მინისტრი ადრეან ვიდეანუ, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მიირებენ მონაწილეობას.
მინისტერიალზე დაგეგმილია სამი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განხილვა, მათ შორისაა ბუქარესტში 2010 წლის 13 აპრილს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულების მიმდინარეობა. კერძოდ, აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის შემდგომი რეალიზაციის ასპექტები.
მინისტერიალის ფორმატში მხარეები ასევე განიხილავენ აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი კომპანიის დაფუძნების საკითხს.
13 აპრილს ბუქარესტში, მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ", რომელიც საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას ითველისწინებს.