ირანელი ფეხბურთელი ქალი ნილუფარ არდალანი გვატემალის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებს. ამის უფლება მას პროკურორმა მისცა. ფუძალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ტურნირზე გამგზავრება ქმარმა აუკრძალა. ადგილობრივი კანონმდებლობით, ქალს ქმრის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს, თუმცა ხელისუფლებამ არდალანისთვის გამონაკლისი დაუშვა. მანამდე ფეხბურთელმა ქმრის ჭირვეულობის გამო აზიის ჩემპიონატი გამოტოვა.