საფეხბურთო კლუბი პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ორ მომავალ შეხვედრას განსხვავებულიბ ფორმებით ჩაატარებს. პარიზელი ფეხბურთელები მალმიოსა და ტრუასთან შეხვედრაზე მოედანზე მაისურებით გამოვა, რომელსაც JE SUIS PARIS (მე ვარ პარიზი) ეწერება. ამ ჟესტით პარი სენ ჟერმენი პატივს 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს.