მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ნოვაკ ჯოკოვიჩის ჩოგბურთის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, ვისმა შემოსავლებმაც 20 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. Eurosport-ის ინფორმაციით, სერბმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონში 21 მილიონ 646 ათასი დოლარი გამოიმუშავა. წინა რეკორდი რაფაელ ნადალს ეკუთვნის, რომელმაც 2013 წელს 14 მილიონ 570 ათასი დოლარი იშოვა.