რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში სამი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი ტაძარში გიორგობის აღსანიშნავად ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ტელეკომპანიის ცნობით, ოკუპანტებმა მხოლოდ მამაკაცები წაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია, სად გადაიყვანეს დაკავებულები. სავარაუდოდ ისინი უკვე ცხინვალის იზოლატორში არიან.