ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთი დიდი ტურნირი მოიგო. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ტურნირის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერი 6:3, 6:4 დაამარცხა. 28 წლის ჯოკოვიჩი მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ტურნირი ზედიზედ ოთხჯერ მოიგო. მიმდინარე სეზონში ის 11 ტიტულის მფლობელი გახდა.