საფეხბურთო კლუბ საბურთალოს გენერალური დირექტორი კახაბერ ჭუმბურიძე და თბილისის დინამოს აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჯღარკავა უახლოესი 4 წლის განამვლობაში ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან.
აღმასრულებელმა კომიტეტმა ისინი ხმათა უმრავლესობით აირჩია.
ფუტსალის ასოციაციას კი ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად პირველ დეკემბრამდე ახალი პროექტის წარდგენა დაევალა. ასევე, 1-ლი დეკემბერი, ლანჩხუთის გურიისთვის ფინანსური პრობლემების გადაჭრის ბოლო ვადად დასახელდა.
რაც შეეხება ილია კოკაიას საკითხს, აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა განცხადებით, ეს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის პრეროგატივაა.
ყველა ეს გადაწყვეტილება დღევანდელ აღმასკომის სხდომაზე მიიღეს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.