დღეს, 22 ნოემბერს, 21:00 საათზე გორში ერისთავის თეატრი, კიდევ ერთ, ახალ თეატრალურ დარბაზს ხსნის და პრემიერას გამართავს.
„მესამე სივრცე“ იქნება თეატრისთვის მე-3 ექსპერიმენტული სცენა სადაც რეჟისორები შეძლებენ განახორციელონ ნებისმიერი სახის კრეატიული იდეა, ექსპერიმენტი თუ ინოვაცია.
სივრცე საშუალებას იძლევა არა მარტო მიიღოს 70 მაყურებელი, არამედ განათავსოს იგი რეჟისორის შეხედულებისამებრ სცენის წინ, უკან თუ ირგვლივ. მობილურია ასევე სცენაც.
რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე „მესამე სივრცის“ გახსნას ჩეხოვის „ალუბლის ბაღით“ გეგმავს. სპექტაკლისთვის კომპოზიტორმა მამუკა მეგრელიშვილმა სპეციალურად დაწერა მუსიკა.