პენსიონერები 5 ლარით გაზრდილ პენსიას 15 ნოემბრიდან მიიღებენ. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, პენსიების აღნიშნული რაოდენობით გაზრდა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავიდანვე იყო გათვალისწინებული.
"ყველაფერი ხდება ბიუჯეტის შესაბამისად. პენსიების 5 ლარით გაზრდა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავიდანვე იყო გთვალისწინებული" - განაცხადა კვიტაშვილმა.
მისივე განმარტებით, პენსიების ზრდის ტენდენციის შენარჩუნება მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის ჩადებული. "5 ლარით გაზრდილ პენსიას პენსიონერები მომავლ წელსაც მიიღებენ და თუ საშუალება იქნება ის გაიზრდება კიდეც", - განმარტა კვიტაშვილმა.