ფრანგული ინტერნეტ-გამოცემა toutlemondesenfoot სპეციალურ გამოკითხვებს ატარებს, რომელმაც ლიგა 1-ის საუკეთესო ახალწვეული უნდა გამოავლინოს.
გამოკითხვებში “რეიმსის” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა პირველ ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელი დამაჯერებელი უპირატესობით ლიდერობს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი რეიტინგში ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც ბენ არფა, დი მარია და დიარა არიან.