სეპარატისტულ აფხაზეთსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას შორის განზრახულობათა შესახებ ოქმს მოეწერა ხელი. აღნიშნულ დოკუმენტს გროზნოში აფხაზური მხრიდან ხელი სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ, ჩეჩნეთის მხრიდან კი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ოდეს ბაისულტანოვმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიალზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ დუკვახა აბდურახმანოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთსა და აფხაზეთს არა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები, არამედ მთავარი რამ აკავშირებთ _ ორი ხალხის სულიერი სიახლოვე.
"დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და დღევანდელი დღე ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია", _ აცხადებს აბდურახმანოვი.
განზრახვათა შესახებ ოქმი ითვალისწინებს ორმხრივ ურთიერთობებს სავაჭრო ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ასევე კულტურის სფეროში კავშირების უფრო გამყარებას.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა ყოველმხრივ დაეხმარება აფხაზეთს.