გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდება გადაჭარბებული ოდენობით ხდება. ამის შესახებ საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა კავშირის ინფორმაციით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) გენერალურმა მდივანმა, აბდულლა ალ ბადრიმ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ევროზონაში ხანგრძლივი კრიზისით გამოწვეული, ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის საპასუხოდ, ზომების მიღებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
"ჩვენ ნავთობის უზარმაზარი მარაგები გაგვაჩნია. ოპეკის მიერ ნავთობის მოპოვება გადაჭარბებული ოდენობისაა, ამაში საეჭვო არაფერია", - განაცხადა ალ ბადრიმ.
იგი მოუწოდებს მწარმოებლებს, შეასრულონ ნავთობის მოპოვების 2008 წელს ოპეკის მიერ განსაზღვრული ქვოტები.