უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავა. გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელებმა სლოვენიელებთან ფრე, 1:1 ითამაშეს. ანგარიში შეხვედრის 11-ე წუთზე ბოშტიან ცესარმა გახსნა, დამატებით დროში კი სლოვენიელების კარში საპასუხო გოლი ანდრეი იარმოლენკომ შეაგდო. უკრაინელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაში სახლში მოგებული თამაშით (2:0) გააღწიეს.