თურქეთისა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც ადგილობრივ გულშემატკივართა შეძახილებმა დაარღვია. თურქი ფანები ტრიბუნებიდან „ალაჰ აკბარს“ სკანდირებდნენ. The Daily Mail-ის ინფორმაციით, შეხვედრას თურქეთის პრემიერ-მინისტრი ახმეტ დავიდოგლუ და მისი ფრანგი კოლეგა ალექსის ციპრასიც ესწრებოდნენ, რომლებმაც პარიზის ტერაქტებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.